Sunday, January 20, 2013

ჯვარცმა


ჯვარცმა სიკვდილით დასჯის უძველესი მეთოდია, რომლის დროსაც დასასჯელს აბამენ ან ლურსმავენ ხის განიერ ჯვარზე და ტოვებენ მასზე ჩამოკიდებულს გარდაცვალებამდე. ეს მეთოდი რომის იმპერიაში სიკვდილით დასჯის საკმაოდ გავრცელებული და განსაკუთრებით დამამცირებელი ფორმა იყო, თუმცა მსგავსი მეთოდები სხვა უძველეს კულტურებშიც არსებობდა. ჯვარცმას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქრისტიანობისთვის, რომლის მიხედვით, იესო ქრისტე ჯვარცმულ იქნა, თუმცა მოგვიანებით მკვდრეთით აღსდგა. ამის გამო ჯვარი ან ჯვარცმა ქრისტიანობის უმთავრესი სიმბოლო გახდა.
ჯვარცმას რომაელები სასჯელის მეთოდად 313 წლამდე იყენებდნენ, როცა ქრისტიანობა დომინირებული სარწმუნოება გახდა რომში, თუმცა სასჯელის ეს ფორმა მოგვიანებითაც გამოიყენებოდა სხვადასხვა ადგილას.

No comments:

Post a Comment